„დავითიანის“ ღვინის ბრენდით „შატო დავითიანი“ ჩინეთის ბაზარზე შედის, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის თანადამფუძნებელმა იაკობ ცენტერაძემ განუცხადა.
„ვენახები კახეთში 40 ჰექტარზე გვაქვს გაშენებული. წელს 5 სახეობის ღვინო გავაკეთეთ: საფერავი, რქაწითელი, ქინძმარაული, „ალაზნის ველები“ და თეთრი. 2025 წლიდან ვაპირებთ „წინანდლისა“ და„ფიროსმანის“ ბრენდის დამატებას“, - აცხადებს იაკობ ცენტერაძე.
როგორც ბრენდის თანადამფუძნებელი ამბობს, ქვევრის ღვინოს რესტორნისთვის უკვე ორი წელია აწარმოებენ, ხოლო კლასიკურ ქარხნის ღვინოებს 2020 წლიდან.
„ვგეგმავთ ექსპორტზე გასვლას. ძიების პროცესში ვართ და აზიის ბაზარია პირველ ეტაპზე ჩვენი სამიზნე. გვაქვს მოლაპარაკებები და ჩინეთში უკვე პირველი ნიმუშები გავგზავნეთ. არის ინტერესი ყაზახეთიდან და რუსეთიდან“, - აცხადებს მეწარმე.
ბრენდი „დავითიანი“ ასევე ადგილობრივ ბაზარზე ალკოჰოლის მაღაზიებში შესვლას გეგმავს, თუმცა კომპანიის მთავარი პრიორიტეტი საექსპორტო ბაზრებია.
„მივიტანეთ ნიმუშები „სმაგლერში“ და მალე ჩვენი ღვინო „8000 მოსავალშიც“ გამოჩნდება“,- ამბობს იაკობ ცენტერაძე.
როგორც კომპანიაში აცხადებენ „შატო დავითიანის“ მარანში შესაძლებელია დააგემოვნოთ და შეიძინოთ „შატო დავითიანის“ ადგილწარმოშობის ღვინო, რომელიც დამზადებულია მკაცრად განსაზღვრულ ქინძმარაულის მიკროზონაში მოყვანილი ყურძნისგან კლასიკური და ქვევრის მეთოდებით ქართული მეღვინეობის ტრადიციების დაცვით.
სტუმრებისთვის წარმოდგენილია სხვადასხვა ჯიშური მახასიათებლებით გამორჩეული ღვინის სახეობები: საფერავი, ქინძმარაული, რქაწითელი და კახური მწვანე. ასევე სტუმრებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ქართული ღვინის დამზადების მასტერკლასი და მინი-ექსკურსია „შატო დავითიანის“ ღვინის საწარმოში.
უახლესი
3 საათის წინ
ოქტომბერში სესხების ლარიზაცია გაიზარდა4 საათის წინ
ბიტკოინის ღირებულება 100 000 დოლარს უახლოვდება