დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ADB-მ საქართველოს 68.2 მლნ ლარის ფინანსური რესურსი გამოუყო

ADB-მ საქართველოს 68.2 მლნ ლარის ფინანსური რესურსი გამოუყო

02-12-2024 17:28:00

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა, ლესლი ბეარმან ლამმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებას „თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმების სექტორის განვითარების პროგრამისთვის (ქვეპროგრამა 2)”.

პროგრამის ფარგლებში, საქართველო მიიღებს 68.2 მლნ ლარის ოდენობის ფინანსურ რესურსს და მისი მიზანი იქნება პროფესიული განათლებისა და სწავლების სექტორის მხარდაჭერა. აღსანიშნავია, რომ ეს აზიის განვითარების ბანკის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი პირველი სუვერენული სესხია ეროვნულ ვალუტაში.

გადაწყვეტილება თანხვედრაშია საქართველოს ვალის მართვის სტრატეგიასთან.

ADB

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები