დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Apple-მა შესაძლოა, iPhone 17 Pro და Pro Max-ის დიზაინი შეცვალოს

Apple-მა შესაძლოა, iPhone 17 Pro და Pro Max-ის დიზაინი შეცვალოს

02-12-2024 21:00:00

Apple-მა შესაძლოა შემდეგი ფლაგმანი iPhone 17-ის მოდელების დიზაინი - Pro და Pro Max, შეცვალოს. ეს ცვლილებები ძირითადად ეხება კამერას და კორპუსის მასალებს, იუწყება უცხოური მედია. 

საქმე იმაშია, რომ Pro და Pro Max მოდელები პირველად მიიღებენ ალუმინის ჩარჩოებს ტიტანის ნაცვლად. ბოლო წლებში ალუმინის ჩარჩოები გამოიყენებოდა დაბალი დონის მოდელებში, როგორიცაა iPhone SE და iPhone 16.

2023 წლამდე iPhone-ის Pro მოდელებს ჰქონდათ უჟანგავი ფოლადის ჩარჩოები. მაგრამ iPhone 15 Pro-ს გამოშვების დროს აღნიშნული მასალა ჩანაცვლდა ტიტანით და გამოცხადდა ერთ-ერთ მთავარ განახლებად. თუ გავრცელებულ ინფორმაციებს დავუჯერებთ, iPhone 17-ის ხაზის გამოშვებით Apple გეგმავს თავისი სმარტფონების ასორტიმენტს ალუმინი დაუბრუნოს.

iPhone 17-ისა და iPhone 17 Pro Max-ის უკანა მხარეს ასევე იქნება ახალი ნაწილობრივ ალუმინის, ნაწილობრივ შუშის დიზაინი.

უკანა პანელის ზედა ნახევარი დამზადებული იქნება ალუმინისგან და ექნება კამერის მართკუთხა ჭრილი, რომელიც ტრადიციული 3D მინის ნაცვლად ალუმინისგანაა დამზადებული. 

იმავდროულად, ქვედა ნახევარი კვლავ მინისგან იქნება დამზადებული უსადენო დატენვის მხარდასაჭერად. Apple-მა iPhone 8-სა და iPhone X-ზე შუშის საზურგეები 2017 წელს წარადგინა. მაგრამ მანამდე ყველა სმარტფონს გარდა iPhone 3G, iPhone 3GS და iPhone 5C ჰქონდა ალუმინის უკანა პანელი.

iPhone 17 Pro-ის ახალი კამერის ზომა ასევე აშკარად უფრო დიდი იქნება, ვიდრე წინა მოდელები.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალი დიზაინი იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვიზუალური ცვლილება მაღალი დონის iPhone მოდელებში წლების განმავლობაში. სავარაუდოდ, iPhone 17 Pro და iPhone 17 Pro Max ბაზარზე 2025 წლის შემოდგომაზე გამოვა, iPhone 17 და iPhone 17 Air-თან ერთად.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები