დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ღვინის საერთაშორისო კონკურსი IWSC რეკორდული შედეგით დასრულდა - გამარჯვებულები უკვე ცნობილია

ღვინის საერთაშორისო კონკურსი IWSC რეკორდული შედეგით დასრულდა - გამარჯვებულები უკვე ცნობილია

02-12-2024 19:42:00

28 ოქრო, 113 ვერცხლი და 177 ბრინჯაო - ასეთი რეკორდული შედეგით დასრულდა ღვინის საერთაშორისო კონკურსი IWSC Wine and Spirits Judging in Geogia, რომელშიც 150 კომპანიის 420 ღვინო და სპირტიანი სასმელი იყო წარმოდგენილი.  მნიშვნელოვანია, რომ წელს მწარმოებლებს ღვინის პროდუქციის გარდა,  ჭაჭის, ბრენდისა და სხვა მაღალალკოჰოლური სასმელების კონკურსზე წარდგენის შესაძლებლობაც მიეცათ.

საქართველოში წარმოებულ ღვინოებთან ერთად კონკურსზე სომხეთის 24 კომპანიის 52 ღვინო და სპირტიანი სასმელიც იყო წარმოდგენილი.

ქართულ საკონკურსო ნიმუშებს რეკორდული რაოდენობის 24  ოქროს მედალი გადაეცათ, მათ შორის, 22 ღვინოს და 2 ბრენდის, ხოლო ვერცხლის მედალი  109 ღვინოსა და 4 სპირტიან სასმელს ერგო. როგორც კონკურსის ორგანიზატორები განმარტავენ, შარშანდელთან შედარებით როგორც ოქროს, ასევე ვერცხლის მედლების რაოდენობა 36-36%-ით არის გაზრდილი, ხოლო 2022 წელთან მიმართებაში ვერცხლის მედლის  მფლობელთა მაჩვენებელი, ფაქტობრივად,  გაორმაგებულია.

საერთაშორიოს კონკურსის მსაჯების გუნდს ქართული ღვინის ცნობილი ექსპერტი და პოპულარიზატორი დიდ ბრიტანეთსა და ევროპაში, ღვინის მაგისტრი სარა ებოტი ხელმძღვანელობდა.

IWSC 2025 Wine & Spirits Judging in Georgia-ს  გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი ბიზნესი, ოფიციალური სპონსორი  მეღვინეობა თელიანი ველი.  კონკურსის მხარდამჭერები: ღვინის ეროვნული სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია და ჯეპრა.

კონკურსის მედია პარტნიორები: ბიზნესპარტნიორი, ბიზნესი რუსთავი 2, ბიზნესპოსტი, Ipress.ge, newsday.ge, bp.ge, cbw.ge, entrepreneur.com, კომერსანტი, რადიო უცნობი, Businesinsider.ge

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები