დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პარლამენტის ახალი მოწვევის პირველი სესიის შემდეგ, მოგმართავთ მომავალ საქმიანობასა და ჩვენს თანამშრომლობაში წვლილის შეტანის მიზნით - ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი პასკალ ალიზარდი მაკა ბოჭორიშვილს

პარლამენტის ახალი მოწვევის პირველი სესიის შემდეგ, მოგმართავთ მომავალ საქმიანობასა და ჩვენს თანამშრომლობაში წვლილის შეტანის მიზნით - ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი პასკალ ალიზარდი მაკა ბოჭორიშვილს

02-12-2024 18:54:00

ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეის სახელით, ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი პასკალ ალიზარდი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს წერილს უგზავნის, რომელშიც საუბარია მომავალი საქმიანობისა და თანამშრომლობის შესახებ.

ალიზარდი აღნიშნავს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებმა ფართო არჩევანი შესთავაზა ამომრჩევლებს, ხოლო ტექნიკური თვალსაზრისით, პროცესი კარგად იყო ორგანიზებული, აქვე აღნიშნავს, რომ კანდიდატების რიტორიკა პოლარიზებული იყო. წერილში ასევე ნათქვამია, რომ ეუთოს მოსაზრებები მნიშვნელოვანია, ვინაიდან, საქართველო აგრძელებს პოლიტიკურ პროცესებს და მუშაობს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე.

"პარლამენტის ახალი მოწვევის პირველი სესიის შემდეგ, მოგმართავთ მომავალ საქმიანობასა და ჩვენს თანამშრომლობაში წვლილის შეტანის მიზნით. როგორც თქვენთვის ცნობილია, მქონდა პატივი სპეციალურ კოორდინატორად და ხელმძღვანელად მემსახურა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიისთვის, რომელიც საქართველოს უახლესი საპარლამენტო არჩევნების დროს. ხსენებულმა მისიამ საარჩევნო პროცესის დაკვირვება და შეფასება დაისახა მიზნად, რათა ხელი შეეწყო მის გამჭვირვალობასა და სანდოობას, ისე როგორც ეს მთელს ეუთო-ს რეგიონში ხდება ჩვეულებისამებრ. სადამკვირვებლო მისიის წინასწარი დასკვნები წარმოაჩენდა როგორც საარჩევნო პროცესის ძლიერ მხარეებს, ისე გამოწვევებს. არჩევნებმა ფართო არჩევანი შესთავაზა ამომრჩევლებს, ხოლო ტექნიკური თვალსაზრისით - კარგად იყო პროცესი ორგანიზებული. ზოგადად, კანდიდატებს თავისუფლად შეეძლოთ საარჩევნო კამპანიის ჩატარება, თუმცა მათი რიტორიკა ძალიან დაპირისპირებული და პოლარიზებული იყო. ასევე, როგორც თქვენ შეამჩნიეთ ჩვენს ერთობლივ წინასწარ დასკვნებში, ჩვენ ასევე გამოვყავით რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი. ეს საკითხები მოიცავდა ამომრჩეველზე ზეწოლის, ფინანსური დისბალანსის გამო შექმნილ არათანაბარ პირობებს, პარტიულ სიებში ქალთა არასაკმარის რაოდენობას და სხვა გამოწვევებს. ერთ-ერთი საკითხი, რომელიც განსაკუთრებით იყო საყურადღებო, ეხებოდა ახლად-მიღებულ კანონს და მის გავლენას ფუნდამენტურ თავისუფლებებზე და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაზე. ჩვენი მიგნებები, რომლებიც ყოველთვის კომპლექსურად უნდა იყოს გათვალისწინებული, ხაზს უსვამს ძირითადი მიმართულებების მოგვარების მნიშვნელობას, რათა გაძლიერდეს საზოგადოებრივი ნდობა და დემოკრატიული სტანდარტები. სამომავლო პერსპექტივაში მჯერა, რომ საქართველოს მთავრობა და პარლამენტი სათანადო ყურადღებას მიაქცევენ ჩვენს მიგნებებსა და რეკომენდაციებს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის მასშტაბით რეფორმების დღის წესრიგისა და საზოგადოებრივი ნდობის ზრდას. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, გულითადად მოგიწოდებთ თქვენ და თქვენს კოლეგებს დეტალურად შეისწავლოთ ჩვენი წინასწარი ანგარიში პარლამენტში და მჭიდროდ ითანამშრომლოთ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების სამსახურთან (ODIHR), როდესაც საბოლოო ანგარიში გამოქვეყნდება. ხსენებული დოკუმენტი უზრუნველყოფს ყოვლისმომცველ ანალიზსა და კონკრეტულ რეკომენდაციებს, რომლებიც მტკიცე საფუძველს შექმნიან ამ მოწვევის პარლამენტის ფარგლებში შესაბამისი საარჩევნო რეფორმების დასასახად. ეს მოსაზრებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო აგრძელებს პოლიტიკურ პროცესებს და მუშაობს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე. გამოვლენილი გამოწვევების ფონზე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა მზად არის ჩაერთოს და დაეხმაროს საქართველოს ამ საკითხების გადაჭრაში. ჩვენი საერთო მიზანია თქვენი ქვეყნის მხარდაჭერა, რათა გაძლიერდეს დემოკრატიული მმართველობა და სამართლის უზენაესობა, განვითარდეს ინსტიტუციები და შეიქმნას ინკლუზიური, გამჭვირვალე და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემაზე დაფუძნებული გარემო. გთხოვთ მოგვმართოთ, როგორ კი მხარდაჭერა ან თანამშრომლობა დაგჭირდებათ ამ მიმართულებით. მოუთმენლად ველით გავხდეთ საქართველოს წინსვლის მოწმენი განგრძობადი დემოკრატიული მისწრაფებების კონსოლიდაციის პროცესში." - აღნიშნულია პასკალ ალიზარდის წერილში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები