დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ექსპორტი 27%-ით გაიზარდა - სად ყიდის საქართველო ღვინოს

ექსპორტი 27%-ით გაიზარდა - სად ყიდის საქართველო ღვინოს

20-07-2023 11:00:49

2023 წლის 6 თვეში საქართველოდან ღვინის ექსპორტი 27%-ით გაიზარდა.

საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, ქვეყნიდან 126,030.68 ათასი დოლარის ღირებულების 43,382,808.81 ლიტრი ღვინო გავიდა.

ეს იმ ფონზე, როდესაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყნიდან 34,063,323.5 ლიტრი ღვინის ექსპორტი განხორციელდა.

ღვინის ექსპორტმა თავის ისტორიულ მაქსიმუმს 2022 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყნიდან 101,662,064.17 ტონა ღვინო გავიდა.

გასულ წელს 2021 წელთან შედარებით ექსპორტის ზრდამ 26%-ი შეადგინა.

ქვეყნიდან ექსპორტირებული ღვინის 30%-ი რუსეთზე მოდის. სწორედ რუსეთია დღეს ქართული ღვინის პირველი საექსპორტო ბაზარი.

2023 წლის 6 თვეში რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტმა 29,991,805.58 ლიტრი შეადგინა.

სად ყიდის საქართველო ღვინოს - TOP-5 საექსპერტო ბაზარი:

  • რუსეთი - 29,991,805.58 ლიტრი,
  • პოლონეთი - 2,669,999.68 ლიტრი,
  • უკრაინა - 2,286,275.05 ლიტრი,
  • ჩინეთი - 1,722,286.88 ლიტრი,
  • ყაზახეთი - 1,630,053.00 ლიტრი.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები