დღეს ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე ვიმყოფებით, ჩვენი ქვეყანა, მთელი რეგიონი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ასეთი გამოწვევა არ უნახავს ევროპის კონტინენტს და ზოგადად მთელი მსოფლიო წესრიგი არის ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე.
„ასეთ ვითარებაში სახელმწიფოს, ჩვენი მთავრობის და ამ სამსახურის პირდაპირი როლი რა თქმა უნდა არის მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება. მოგეხსენებათ და თავის გამოსვლაში ეს ბატონმა გრიგოლმა სწორად ახსნა და აღნიშნა, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, პროვოკაციული და დესტრუქციული მოქმედებებისა, ჩვენმა ხელისუფლებამ შეინარჩუნა მშვიდობა, სტაბილურობა და რაც მთავარია, ჩვენ სწრაფად ვზრდით ქვეყნის ეკონომიკას, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი მოსახლეობის, მოქალაქეების კეთილდღეობაზე. მოგეხსენებათ, რომ საფრთხეები არის მრავალგანზომილებიანი, გვიწევს გამკლავება ჰიბრიდულ საფრთხეებთან, გვიწევს გამკლავება ოკუპაციასთან და ოკუპაციის თანმდევ რისკებთან, რომელიც თან ახლავს ოკუპაციას ზოგადად, ყოველდღიურ რეჟიმში ეს სამსახური იცავს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, ამავდროულად ჩვენ შევძელით და ბოლო 10 წელზე მეტია მოვახერხეთ ის, რომ მიუხედავად ამ გამოწვევებისა, რომელიც თან ახლავს ოკუპაციას, ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, სტაბილურობა,“- განაცხადა პრემიერმა.
უახლესი