ყველა ჩვენი ჯანმრთელი პოლიტიკოსი საუბრობს, რომ ის გზა, რაც გავიარეთ, იყო საშინელება, ეს იყო უბედურება. ჩვენს შვილებს ეს არ ახსოვთ და ყველაზე ცუდი არის ის, რომ მათზე მუშაობენ, - განაცხადა ბიზნესმენმა ნოშრევან ნამორაძემ.
„როდესაც 2012 წელი მოვიდა, ის ბედნიერი დღე დადგა, როდესაც დიქტატურა დასრულდა. აქ რომ მოვდიოდი, ბევრმა ბიზნესმენმა მთხოვა, რომ მათი სახელით გავაჟღერო - ბიზნესმენების 99%-ის სახელით გეუბნებით, ყველა ლოცულობს და მადლობას იხდის იმისთვის, რომ 2012 წლის მერე ის დღე გაუთენდათ, როდესაც ყველა წნეხი მოიხსნა, ყველამ დაისვენა. ესენი („ნაციონალური მოძრაობა“) არიან პოლიტბიზნესმენები, რომლებიც ქვეყანას გაყიდიან, ოღონდ თვითონ იყვნენ კეთილმოწყობილი და უზრუნველყოფილი ფინანსურად“, - აღნიშნა ბიზნესმენმა.
უახლესი