ბათუმში უამინდობის ფონზე ავიარეისების შეფერხებაა. როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განმარტავენ, თურქულმა ავიაკომპანია Pegasus Airlies-მა სტამბოლი-ბათუმის რეისი უკვე გააუქმა, შესაბამისად გაუქმებულია ბათუმი-სტამბოლის რეისიც.
TAV Georgia-ს ინფორმაციით, სხვა დანარჩენი რეისები ამ დროისათვის უკვე არსებული განრიგის მიხედვითაა დაგეგმილი.
როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში განმარტავენ, ბათუმში უამინდობის გამო ისრაელის ავიაკომპანია EL AL-მა თელ ავივი-ბათუმის რეისის მგზავრები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჩაიყვანა.
უახლესი