დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბათუმში ახალაშენებულ ბინებში 1 კვ/მ 983 აშშ დოლარი ღირს

ბათუმში ახალაშენებულ ბინებში 1 კვ/მ 983 აშშ დოლარი ღირს

18-07-2023 13:30:03

Colliers Georgia-ს მონაცემებით, ივნისში, ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ივნისთან შედარებით 16%-ით, 1,295 ერთეულამდე შემცირდა, ბაზრის ზომა კი 10%-ით შემცირდა და 59 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

ბათუმში ივნისში, ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 12%-ით შემცირდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 39%-იანი კლება დაფიქსირდა.

ბათუმში 2023 წლის ივნისში, ახალაშენებული პრემიუმ სეგმენტის ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 31%-ით გაიზარდა. მედიუმ და ეკონომ სეგმენტებში კი მაჩვენებლის 21% და 22%-იანი კლება დაფიქსირდა.

ბათუმში 2023 წლის ივნისში, ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 20%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 983 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 23%-ით, 827 აშშ დოლარამდე გაიზარდა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები