დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბანანის იმპორტი 83%-ითაა გაზრდილი - სად ყიდულობს საქართველო ბანანს

ბანანის იმპორტი 83%-ითაა გაზრდილი - სად ყიდულობს საქართველო ბანანს

28-02-2024 10:00:00

2024 წლის იანვარში საქართველომ 4,244.91 ბანანი იყიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2023 წლის იანვართან შედარებით ქვეყანაში ბანანის იმპორტი 83%-ითაა გაზრდილი. 

საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარში ქვეყანამ 3,598.69 ათასი დოლარის ღირებულების 4,244.91 ტონა ბანანი იყიდა, 2023 წლის იანვარში კი 2,322.01 ტონა, რაშიც 1,971.61 ათასი დოლარი გადაიხადა.

ბოლო წლების სტატისტიკით ქვეყანაში ბანანის იმპორტი მზარდია და წლიურ ჭრილში მისმა იმპორტმა მაქსიმუმს 2023 წელს მიაღწია. ზრდამ 2022 წლის მაჩვენებლებთან 8%-ი შეადგინა. 

იანვარში საქართველოდან ბანანის იმპორტი სულ 4 ბაზრიდან დაფიქსირდა, თუმცა ერთმნიშვნელოვანი ლიდერი მაინც ეკვადორია, რომელზედაც ბანანის იმპორტის თითქმის 100%-ი მოდის.

  • ეკვადორი - 3,596.41 ათასი დოლარი - 4,244.45 ტონა,
  • ნიდერლანდები - 2.06 ათასი დოლარი - 0.44 ტონა,
  • გერმანია - 0.21 ათასი დოლარი - 0.02 ტონა, 
  • ირანი - 0.02 ათასი დოლარი - 0.00 ტონა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები