დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს ნაკრებისა და კლუბ „მილანის“ ვეტერანმა ფეხბურთელებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს

საქართველოს ნაკრებისა და კლუბ „მილანის“ ვეტერანმა ფეხბურთელებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს

21-09-2024 15:17:00

ლევან კობიაშვილი : " მინდა მივესალმო ჩვენს მილანელ სტუმრებს, მათ საქართველოში ბევრი გულშემატკივარი ყავთ. დღეს სტადიონზე საფეხბურთო ზეიმი იქნება და მინდა გულშემატკივარმა ამით განსაკუთრებულად ისიამოვნოს"

კახა კალაძე : "ემოციურია წლების შემდეგ ჩემს თანაგუნდელებთან კვლავ შეხვედრა და მათთან მოედნის გაზიარება, იმედი მაქვს სანახაობრივ და საინტერესო მატჩს ვიხილავთ"

თემურ ქეცბაია : " მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია და მიხარია რომ საქართველოში ნამდვილი საფეხბურთო ბუმია, ჩემი ფეხბურთელები მზად არიან და შევეცდებით გულშემატკივარს დადებითი ემოციები მივანიჭოთ"

კაკა : " პირველად ვარ საქართველოში და აქაურობა ძალიან მომწონს, ვიცი რომ აქ ბევრი გულშემატკივარი გვყავს და მინდა მათ დღეს კარგი თამაში ვაჩვენოთ"

კლარენს ზეედორფი : "კალა და ჩვენი მაშინდელი გუნდი ნამდვილი დიდი ოჯახი იყო, ემოციურია კვლავ მათთან შეხვედრა, საქართველოში აქამდეც ვყოფილვარ და მიხარია ქართული ფეხბურთის და ეროვნული ნაკრების პროგრესი, გულშემატკივარს კარგ სანახაობას ვპირდებით"

იბრაიმ ბა : "მილანი ვართ და მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძვით, მოედანზე დღესაც მოსაგებად გავალთ. დარწმუნებული ვარ გულშემატკივარი კარგ მატჩს იხილავს"

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები