დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში ისევ წინ წაიწია

საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში ისევ წინ წაიწია

21-09-2024 17:25:00

UEFA-ს ერთა ლიგაზე 2 მატჩის მოგების შემდეგ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგი 4 პოზიციით წინ წაიწია. ახლა „ჯვაროსნები“ მსოფლიო რეიტინგში 66-ე პოზიციას იკავებენ.

საუკეთესო მაჩვენებელი ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში 1998 წლის სექტემბერში დააფიქსირა, როდესაც 42-ე პოზიციამდე ავიდა.

შემდეგ შეხვედრას ნაკრები 11 ოქტომბერს, უკრაინის წინააღმდეგ, პოზნანში გამართავს, 14 ოქტომბერს კი უკვე ალბანეთს უმასპინძლებს.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები