დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
არსებობს დარგები, სადაც საშუალო ხელფასი 4000 ლარია - გოგიტა თოდრაძე

არსებობს დარგები, სადაც საშუალო ხელფასი 4000 ლარია - გოგიტა თოდრაძე

10-01-2024 09:30:00

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ 2023 წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე სოციალური სტატისტიკის მაჩვენებლებზე ისაუბრა.

თოდრაძის თქმით, 2023 წლის პირველ კვარტალში, მესამე კვარტალთან შედარებით, უმუშევრობის დონე მაღალი იყო, რაც სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს უკავშირდება.

„მოგეხსენებათ, უმუშევრობის დონის 2023 წლის მესამე კვარტლის მონაცემები უკვე ხელმისაწვდომია. პირველ კვარტალში შედარებით მაღალი იყო. ზოგადად, ტენდენციას თუ გადავხედავთ, პირველ კვარტალში ყოველთვის შედარებით მაღალია უმუშევრობის დონე, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების, სეზონურობის გამო პირველი კვარტალი დაბალი აქტიურობით გამოირჩევა. დაქირავებულთა წილი კვლავ 2/3-ია, ოდნავ მეტი.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2023 წლის მესამე კვარტალში საშუალო ხელფასი გაზრდილია 16 პროცენტით და არის 1 855 ლარი, თუმცა არსებობს დარგები, მაგალითად, ინფორმაციის და კომუნიკაციის სექტორი, სადაც საშუალო ხელფასის მაჩვენებელი დაახლოებით 4 000 ლარია. შემდეგ მოდის მშენებლობის სექტორი – დაახლოებით 3 000 ლარი. შემდეგ მოდის საფინანსო და სადაზღვევო სექტორი - 3 000 ლარზე ცოტა ნაკლებია ამ სექტორში ხელფასის საშუალო მაჩვენებელი. გარდა ამისა, ჩვენ მივეცით მომხმარებლებს უკვე ორი წლის შესაძლებლობა, გამოიყენონ სხვა დამატებითი მაჩვენებელი, ხელფასების სტატისტიკის მიმართულებით. ეს გახლავთ მედიანური ხელფასი, რომელიც ჯამურად დაახლოებით 1050 ლარს შეადგენს“, – აღნიშნა გოგიტა თოდრაძემ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები