დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Apple უკვე მეორე წელია მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ბრენდია

Apple უკვე მეორე წელია მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ბრენდია

22-01-2025 20:00:00

Apple უკვე მეორე წელია მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ბრენდია. ირკვევა, რომ ერთი წლის განმავლობაში ბრენდის ღირებულება წელიწადში 11%-ით გაიზარდა და 574,5 მილიარდი დოლარი შეადგინა. Brand Finance Global 500-ის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილი კვლავ Microsoft-მა დაიკავა, რომელმაც 35%-იანი ზრდა (461,1 მილიარდ დოლარამდე) აჩვენა, ხოლო მესამე პოზიციაზე Google-ია (+24%, 413 მილიარდი დოლარით), მეოთხე ადგილს Amazon-ი (+15%-მდე,  $356,4 მილიარდი) იკავებს

Walmart-მა წელს მეექვსე ადგილიდან მეხუთე ადგილზე გადმოინაცვლა, მისი ღირებულება წელიწადში  42%-ით გაიზარდა და $137,2 მილიარდი შეადგინა.

ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების ათეულში ასევე მოხვდა Samsung-ი ($110.6 მილიარდი), TikTok-ი ($105.8 მილიარდი), Facebook-ი ($91.5 მილიარდი), Nvidia ($87.9 მილიარდი) და State Grid Corporation of China (85.6 მილიარდი დოლარი). ირკვევა, რომ Nvidia-ს ბრენდის ღირებულება ერთ წელიწადში თითქმის გაორმაგდა.

Deutsche Telekom აღიარებულ იქნა ევროპის ყველაზე ძვირადღირებულ ბრენდად, რომელიც საერთო რეიტინგში მე-11 ადგილს იკავებს (+16%, $85,3 მილიარდი).

ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების რეიტინგშიInstagram მე-12 ადგილზეა (79,9 მილიარდი დოლარი).

იაპონურ ბრენდებს შორის ლიდერი Toyota აღმოჩნდა, რომელიც რეიტინგში მე-18 ადგილზეა ($64,7 მილიარდი, +23%).

ტოპ 500-ში შედის 193 ამერიკული ბრენდი, რაც მთლიანი ღირებულების ნახევარზე მეტს შეადგენს, ნათქვამია მოხსენებაში. ჩინეთი რეიტინგში წარმოდგენილია 69 ბრენდით, გერმანია 27 ბრენდით  (შესაბამისად, მთლიანი ღირებულების 15% და 6%).

მსოფლიოს 500 ყველაზე ძვირფასი ბრენდის ერთობლივი ღირებულება გასული წლის განმავლობაში 10%-ით გაიზარდა და თითქმის 9,5 ტრილიონი დოლარი შეადგინა.
 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები