დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სებ-მა"ზირაათ ბანკი საქართველო" დააჯარიმა

სებ-მა"ზირაათ ბანკი საქართველო" დააჯარიმა

22-01-2025 17:28:00

სებ-მა "ზირაათ ბანკი საქართველო" დააჯარიმა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით,  კომერციული ბანკის დაჯარიმება მოხდა  25 000 ლარის ოდენობით.
„1 კლიენტთან მიმართებით „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნის დარღვევის გამო (კანონმდებლობის შესაბამისად არ განახორციელა ქონების ან/და ფულადი სახსრების წარმომავლობის შესწავლა)“, - აღნიშნულია სებ-ის საიტზე განთავსებულ ინფორმაციაში.

"ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-6 პუნქტით და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის N1 ბრძანებით დამტკიცებული "ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის" მე-3 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის გამო.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

5 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები