APM Terminals Poti • ეიპიემ ტერმინალს ფოთი-მ ფოთის საზღვაო ნავსადგურის განათების პროექტი დაასრულა, რომელიც 2 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას ითვალისწინებდა.
„პროექტის ფარგლებში, ნავსადგურისა და საკონტეინერო ეზოს ტერიტორიაზე დამონტაჟდა 45 მ სიმაღლის ანძები და განათების ბოძები, რამაც ღამის საათებში მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ხილვადობა და უზრუნველყო პერსონალისა და ტექნიკის უსაფრთხო გადაადგილება. ამასთანავე, ჰალოგენური ნათურები შეიცვალა ენერგოეფექტური LED სანათებით, რაც პირდაპირ პასუხობს კომპანიის მიზანს, 2040 წლისთვის შეამციროს ნახშირბადის წარმოქმნა“, - აცხადებენ კომპანიაში.
ირკვევა, რომ განხორციელებული აქტივობები, ნავსადგურში ელექტროენერგიის წლიურ მოხმარებას 30%-ით შეამცირებს.
უახლესი
2 საათის წინ
სებ-მა"ზირაათ ბანკი საქართველო" დააჯარიმა3 საათის წინ
საერთაშორისო ბირჟებზე შაქრის ფასი დაეცა4 საათის წინ
,,დადარი" თბილისში მაღაზიის გახსნას გეგმავს