ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის ქვეყნის აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის განვითარება, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი წერეთელმა განაცხადა.
გიორგი წერეთლის განმარტებით, როდესაც პროექტი სრულად დასრულდება სარფიდან წითელი ხიდის მიმართულებით 430 კმ იქნება და ნაცვლად დღეს არსებული 8 საათისა, რომელიც სჭირდება სარფიდან წითელი ხიდის მიმართულებით ავტოსატრანსპორტო საშუალებას გადაადგილება, მისი დაფარვა უკვე 4-4,5 საათში იქნება შესაძლებელი.
„წელს ბათუმამდე სრულად იქნება დასრულებული ავტომაგისტრალის მშენებლობა. 2025 წელი იქნება ის წელი, როცა ჩვენ თბილისიდან ბათუმამდე სრულად დავასრულებთ ყველა მაგისტრალური გზების მშენებლობას და დღეს მოქმედი 3,5 საათისა, რაც სჭირდება თბილისიდან ბათუმამდე ჩასვლას, უკვე 3 საათში შესაძლებელი იქნება თბილისიდან ბათუმამდე ჩავლა, რაც რა თქმა უნდა დაზოგავს დროს, დაზოგავ ხარჯებს და ხარჯთეფექტური იქნება როგორც ქვეყნის მოსახლეობისთვის ასევე ტრანზიტული და ტურისტული მოძრაობისთვის“, - აღნიშნა გიორგი წერეთელმა.
გარდა ამისა ქვეშეთიდან კობამდე მისასვლელი გზის გავლისთვის საჭირო დრო 15 წუთამდე შემცირდება.
„ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე ჩვენ რასაც ვაშენებთ, ყველაზე კარგ შემთხვევაში 1 საათი იყო საჭირო, რომ ქვეშეთიდან კობამდე გადაადგილებულიყავით. როდესაც 23 კმ-იანი მონაკვეთი აშენდება უკვე 15 წუთში იქნება შესაძლებელი აღნიშნული მონაკვეთის დაფარვა. წარმოიდგინეთ რამდენად სწრაფად იქნება შესაძლებელი ამ მანძილის გავლა. ასევე რაც მთავარია გუდაურს ახალი მისასვლელი გზა გაუკეთდება, რომელიც იქნება ბევრად უსაფრთხო და კომფორტული. ესეც გარკვეულწილად დაზოგავს დროს და ენერგიას. გუდაურისთვის ეს ახალი სიცოცხლე გახდება“, - აღნიშნა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ.
უახლესი
5 საათის წინ
სებ-მა"ზირაათ ბანკი საქართველო" დააჯარიმა7 საათის წინ
საერთაშორისო ბირჟებზე შაქრის ფასი დაეცა8 საათის წინ
,,დადარი" თბილისში მაღაზიის გახსნას გეგმავს