2024 წლის საბაზრო ბუმის ფონზე, ინვესტორებს სკეპტიციზმი და სიფრთხილე ძვირი დაუჯდათ, რადგან რისკიანი აქტივები სწრაფად გაიზარდა და უოლ სტრიტის დამცავი ფასიანი ქაღალდები ბაზრებს ჩამორჩა. ამის შეახებ თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ კაპიტალის ბაზრების ყოველკვირეულ მიმოხილვაშია აღნიშნული. თუმცა, 2025 წლის არასტაბილური დასაწყისი განაახლებს ინტერესს ამ სტრატეგიების მიმართ. დამცავი სავაჭრო ფონდები (ETF-ები) და დივერსიფიკაციის პროდუქტები პოპულარობას იძენს, რასაც ხელს უწყობს ინფლაციის მიმართ არსებული შეშფოთება და დონალდ ტრამპის თეთრ სახლში მეორე ვადით არჩევასთან დაკავშირებული გეოპოლიტიკური რისკები.
ETF-ები, როგორებიცაა AXS Astoria Real Assets ETF და VanEck Real Assets ETF, წლევანდელ პერიოდში შესაბამისად 6%-ით და 5%-ით გაიზარდა, ხოლო Simplify Managed Futures Strategy ETF-მა 3%-იანი ზრდა აჩვენა და ოთხ თვეში აქტივები გააორმაგა. გარდა ამისა, წარმოებულებზე (დერივატებზე) ფოკუსირებულმა ფონდებმა, რომლებიც დაცვას უზრუნველყოფენ ბაზრის ვარდნის წინააღმდეგ, ბოლო კვარტალში 10 მილიარდი დოლარის მოზიდვა მოახერხეს.
ობლიგაციების ბაზრები კვლავ მერყეობს, ძლიერი რეაქციებით ეკონომიკურ სიურპრიზებზე, რადგან ინფლაციის შიშები და ტრამპის პოლიტიკა გაურკვევლობას იწვევს. მიუხედავად ბოლო პერიოდის აღმასვლებისა, ინვესტორები ფრთხილობენ და სახაზინო ობლიგაციების განაწილებები ისტორიულ ნორმებთან შედარებით დაბალ დონეზე რჩება.
ზოგისთვის ალტერნატიული ინვესტიციების მიმართ მოძრაობა ოპტიმიზმის ნიშანია და არა შიშის. Astoria Advisors-ის ჯონ დავი ფიქრობს, რომ ინვესტორები 2024 წლის ზრდაზე ორიენტირებული აქციების წარმატებული წლის შემდეგ უფრო ფართო სტრატეგიებს იკვლევენ. TD Securities-ის რიჩ კელი კი პროგნოზირებს უფრო მეტ მერყეობას, რადგან მნიშვნელოვანი პოლიტიკის ცვლილებები ბაზრებს გარდაქმნის.
2025 წელს დამცავი სტრატეგიები სულ უფრო მიმზიდველი ხდება, რადგან ინვესტორები ეკონომიკურ ოპტიმიზმს ინფლაციის, საპროცენტო განაკვეთების მერყეობისა და ტრამპის პროტექციონისტული პოლიტიკის გამოწვევების წინააღმდეგ წონიან. ბაზრების შესაძლო მერყეობის ფონზე, ალტერნატიული ინვესტიციები დამაჯერებელ დაცვით სტრატეგიად ყალიბდება.
უახლესი
3 საათის წინ
სებ-მა"ზირაათ ბანკი საქართველო" დააჯარიმა5 საათის წინ
საერთაშორისო ბირჟებზე შაქრის ფასი დაეცა6 საათის წინ
,,დადარი" თბილისში მაღაზიის გახსნას გეგმავს