სებ-მა "ზირაათ ბანკი საქართველო" დააჯარიმა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკის დაჯარიმება მოხდა 25 000 ლარის ოდენობით.
„1 კლიენტთან მიმართებით „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნის დარღვევის გამო (კანონმდებლობის შესაბამისად არ განახორციელა ქონების ან/და ფულადი სახსრების წარმომავლობის შესწავლა)“, - აღნიშნულია სებ-ის საიტზე განთავსებულ ინფორმაციაში.
"ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-6 პუნქტით და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის N1 ბრძანებით დამტკიცებული "ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის" მე-3 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის გამო.
უახლესი
2 საათის წინ
სებ-მა"ზირაათ ბანკი საქართველო" დააჯარიმა3 საათის წინ
საერთაშორისო ბირჟებზე შაქრის ფასი დაეცა4 საათის წინ
,,დადარი" თბილისში მაღაზიის გახსნას გეგმავს