დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
,,დადარი" თბილისში მაღაზიის გახსნას გეგმავს

,,დადარი" თბილისში მაღაზიის გახსნას გეგმავს

22-01-2025 15:00:00

2025 წელს ,,დადარი" ზუგდიდში ახალი საწარმოთი შეხვდა, რომელმაც თბილისის საწარმოსთან ერთად დაიწყო პროდუქციის წარმოება. კომპანია მიმდინარე წელს თბილისში მაღაზიის გახსნას გეგმავს. სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia Dadari დადარი -ს ესაუბრა. 

,,დაგეგმილი გვაქვს თბილისის ერთერთ  სავაჭრო ცენტრში ჩვენი ბრენდული მაღაზიის გახსნა, რაც მოგვცემს შესაძლებლობას ჩვენი წარმოებული პროდუქციის დიდი ასორტიმენტი შევთავაზოთ ქართველ მომხმარებლებს", - განგვიმარტეს კომპანიაში. 

გასულ წელს Dadari დადარი ჯამში პოზიტიურად აფასებს და 2025 წელს მნიშვნელოვანი გეგმებით ხვდება. 

,,2024 წელი ძალიან წარმატებულად დავიწყეთ, დანიის ლტოლვილთა საბჭო (DRC)-ის მხარდაჭერით შევძელით ახალი საწარმოს გახსნა ქალაქ ზუგდიდში, რომელმაც თბილისის საწარმოსთან პარალელურ რეჟიმში დაიწყო პროდუქციის წარმოება. ეს დიდი გამოწვევა იყო ჩვენთვის და საბედნიეროდ ძალიან კარგი შედეგები მოგვცა რეგიონალურმა განვითარებამ. 2025 წელს განახლებული მიზნებით და ენერგიით შევხვდით, დაგეგმილი გვაქვს მნიშვნელოვანი ცვლილებები, როგორც ევროპულ, ასევე ადგილობრივ ბაზარზე. იანვრის ბოლოს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით მონაწილეობას ვიღებთ სათამაშოების საერთაშორისო გამოფენაზე გერმანიაში „Spielwarenmesse 2025 Nuremberg". იმედი გვაქვს შევიძენთ ახალ B2B პარტნიორებს და 2025 წელს შევძლებთ შემცირებული ექსპორტის მოცულობის გაზრდას", - აცხადებენ Dadari დადარ-ში. 

 

 

ავტორი:

ნინო ჭანტურია
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

3 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები