დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2024 წლის მეორე კვარტალში უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა

2024 წლის მეორე კვარტალში უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა

19-08-2024 12:31:00

2024 წლის მეორე კვარტალში უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა

წინა წლის მეორე კვარტალთან შედარებით, უმუშევრობის დონე მნიშვნელოვნად - 3.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.7 პროცენტი შეადგინა. 2024 წლის პირველ კვარტალშიც უმუშევრობის დონე წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით ასევე მნიშვნელოვნად - 4.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 14.0 % შეადგინა.

 ამასთან, 2024 წლის პირველ და მეორე კვარტალში შესაბამისი კვარტლების

ჭრილში დასაქმებულთა რეკორდული ოდენობა დაფიქსირდა. მეორე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა 60.5 ათასით გაიზარდა და მილიონ 388 ათასი შეადგინა. უმუშევართა რაოდენობა კი 47.2 ათასით შემცირდა და 219.7 ათასს გაუტოლდა.

დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 19.1 ათასით გაიზარდა და 935.8 ათასს გაუტოლდა, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 41.3 ათასით გაიზარდა და 451.5 ათასი შეადგინა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები