დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2022 წელს ინფლაცია არა მხოლოდ განვითარებადი, არამედ განვითარებული ქვეყნების პრობლემაც იყო - არჩილ მესტვირიშვილი

2022 წელს ინფლაცია არა მხოლოდ განვითარებადი, არამედ განვითარებული ქვეყნების პრობლემაც იყო - არჩილ მესტვირიშვილი

31-05-2023 15:31:17

2022 წელს როგორც გლობალურად, ისე საქართველოში, პროგნოზირებული იყო, რომ ინფლაცია შემცირდებოდა რომელიც 2021 წელს დაიწყო და გამოწვეული იყო პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემებით, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალობის შემსრულებელმა არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა. .

მათ შორის, 2021 წელს პანდემიიდან სწრაფად გამოვიდა მსოფლიო, რამაც მოთხოვნა გაზარდა, თუმცა მიწოდების ჯაჭვები კვლავ მოშლილი იყო. ასევე იყო ლოჯისტიკური პრობლემები, გაძვირებული იყო ტრანსპორტირება და ამან 2021 წელს გაზარდა ინფლაცია და მოლოდინი იყო რომ 2022 წელს შემცირდებოდა ინფლაცია ისევ და საერთაშორისო ბაზრებზე ფასები დაუბრუნდებოდა მის გრძელვადიან ტრენდს. ასეთივე მოლოდინი ქონდა საქართველოს ეროვნულ ბანკს, თუმცა ჩვენ 2021 წელს დავიწყეთ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება და 2021 წელს გვქონდა უკვე გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა.

თუმცა 2022 წლის თებერვალში, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ შეცვალა სიტუაცია. რუსეთიც და უკრაინაც საერთაშორისო ბაზრებზე პროდუქტების მსხვილი მიმწოდებელი ქვეყნებია. ომს მოყვა რუსეთის მიმართ სანქციები რამაც თავისი დამატებითი გავლენა იქონია ენერგომატარებლების ფასებზე. შედეგად, ეს იყო დამატებითი შოკი და გლობალურად ინფლაციის ტემპის შენელებამ ცოტა გადაიწია და უკვე გლობალურ ბაზრებზე ჩვენ ფასების დაღმავალი ტრენდი 2022 წლის მეორე ნახევარში დავინახეთ. ამ დროს უკვე გამოჩნდა, რომ გლობალური ტრანსპორტირების ფასებიც მცირდებოდა და დაუბრუნდა პანდემიამდე არსებულ ტემპს და ეტაპობრივად ეს საგარეო ტენდენციები ჩვენ ბაზარსაც გადმოეცემოდა და საქართველოში ინფლაციას 2022 წელს შემცირების ტენდენცია ქონდა.

თუმცა ეს მაჩვენებელი მაინც ძალიან მაღალი იყო და ამიტომ ჩვენ ვინარჩუნებდით გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას.  წლის ბოლოს ინფლაციის მაჩვენებელი 9.8 პროცენტამდე შემცირდა თუმცა საშუალოდ 11.5 პროცენტის ფარგლებში იყო. ინფლაციის ტემპის შემცირება წელსაც გაგრძელდა და აპრილის მონაცემებით 2.7 პროცენტი იყო და მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წლის დარჩენილ პერიოდში ინფლაცია დაბალ დონეზე დარჩება“, - აღნიშნა არჩილ მესტვირიშვილმა

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები