დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
იანვარ-ივლისში საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი 216.8%-ით გაიზარდა - საქსტატი

იანვარ-ივლისში საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი 216.8%-ით გაიზარდა - საქსტატი

21-08-2023 12:04:22

საქსტატის ცნობით, 2023 წლის იანვარ-ივლისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 1 177.8 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 32.9 პროცენტს შეადგენს, ზრდა 216.8%-ია.

მეორე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები 380.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 10.6 პროცენტი) კლება -38.7% , ხოლო მესამე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 150.3 მლნ. აშშ დოლარით (4.2 პროცენტი) 24.1%.

უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ათეული 2023* წლის იანვარ-ივლისში

  • მსუბუქი ავტომობილები -32,9%;
  • ღვინოები - 4,2%;
  • ფეროშენადნობები - 3,1%;
  • აზოტოვანი სასუქები - 3,0%;
  • სპირტიანი სასმელები - 2,8%;
  • ელექტროენერგია -2,2%;
  • მინერალური და მტკნარი წყლები -2,2%;
  • მინერალური და დაგაზიანებული წყლები, შაქრის შემცველობით -1,9%;
  • სამკურნალო საშუალებები -1,8;
  • დანარჩენი საქონელი - 35.5%;

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2023 წლის იანვარ-ივლისში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 1 620.1 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 19.0 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 608.5 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.1 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 307.7 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 3.6 პროცენტი).

უმსხვილესი საიმპორტო საქონლის ათეული 2023* წლის იანვარ-ივლისში:

  • მსუბუქი ავტომობილები - 19,0%;
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები- 7,1%;
  • სამკურნალო საშუალებები - 3,6%;
  • ნავთობის აირები - 3,4%;
  • სატელეფონო აპარატები - 2,5%;
  • სპილენძის მადნები - 2,3%;
  • გამომთვლელი მანქანები - 1,1%;
  • სატვირთო ავტომობილები - 1,0%; 
  • სიგარები და სიგარეტები - 1.0%;
  • ტრაქტორები და უნაგირა საწევარები - 0.9%;
  • დანარჩენი საქონელი - 57.9%.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

8 საათის წინ

8 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები