კომპანია „ქუმბათი“ იყიდება. როგორც eauction-ის ვებგვერდიდან ირკვევა, 29 მაისს ჩანიშნულ აუქციონზე შპს „ქუმბათის“ კერძო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი იყიდება.
როგორც Business Insider Georgia-ს კომპანიაში განუცხადეს, „ქუმბათი“ ღვინის წარმოებას წყვეტს. ვინაიდან კომპანია ღვინის ჩამოსხმასა და შემდგომ ექსპორტს ახორციელებდა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მთლიანად შპს გასხვისდეს. რაც შეეხება საწარმოს და ვენახებს, „ქუმბათი“ მესაკუთრე არ არის.
აუქციონზე კომპანიის საწყისი ღირებულება 93 000 ლარია.
აუქციონის პირობების მიხედვით, განმკარგავთან შეთანხმების საფუძველზე ქონების დათვალიერება აუქციონის დასრულებამდეა შესაძლებელი.
მყიდველი ვალდებულია აუქციონის დასრულებიდან 10 დღეში სრულად დაფაროს საბოლოო ღირებულების დარჩენილი თანხა. წილის გადაფორმება მოხდება მყიდველსა და გამყიდველს შორის შეთანხმებით ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების საფუძველზე.
აუქციონში გამარჯვებულის მიერ ქონების სრული ფასის 10 დღის ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში არ დაბრუნდება საგარანტიო თანხა.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს „ქუმბათის“ 100%-იანი წილის მფლობელი ლუკა ალუღიშვილია.
უახლესი