დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბრინჯის იმპორტი ქვეყანაში 11%-ითაა გაზრდილი, მთავარი იმპორტიორი კი ინდოეთია

ბრინჯის იმპორტი ქვეყანაში 11%-ითაა გაზრდილი, მთავარი იმპორტიორი კი ინდოეთია

07-10-2024 16:00:00

ბრინჯის იმპორტი ქვეყანაში 11%-ითაა გაზრდილი. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ 7,057.99 ათასი დოლარის ღირებულების 8,343.70 ტონა ბრინჯი იყიდა. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყანამ 7,516.99 ტონა ბრინჯი იყიდა, რაშიც 5,772.12 ათასი დოლარი გადაიხადა.

სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, საქართველოსთვის ბრინჯის ნომერ პირველი იმპორტიორი ქვეყანა ინდოეთია. სწორედ ინდოეთზე მოდის ბრინჯის იმპორტის 37%-ი.

TOP ქვეყანა, საიდანაც საქართველო ბრინჯს ყიდულობს:

  • ინდოეთი - 3,105.11 ათასი დოლარი,
  • პაკისტანი - 3,035.77  ათასი დოლარი,
  • ვიეტნამი - 961.50  ათასი დოლარი,
  • თურქეთი - 508.35  ათასი დოლარი,
  • ტაილანდი - 284.00  ათასი დოლარი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ბრინჯის იმპორტმა მაქსიმუმს 2015 წელს მიაღწია. 2015 წელს ქვეყანამ 12,783.18 ტონა ბრინჯი იყიდა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები