ყველაფერი 2009 წელს საოჯახო მეღვინეობის შექმნით დაიწყო. პირველი მესხური ღვინო ჩამოვასხით, დავიწყეთ წარმოების პოპულარიზაცია და გაყიდვები - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „ნათენაძის ღვინის რესტორნის“ მფლობელმა გიორგი ნათენაძემ განუცხადა.
მისი თქმით, მესხურ ღვინოზე გაჩენილმა მოთხოვნამ, რესტორნის გახსნის იდეისკენ უბიძგათ, სადაც მომხმარებლებს მესხურ კერძებს სთავაზობენ.
„გადავწყვიტეთ ახალციხეში, რაბათის ციხესთან გაგვეხსნა რესტორანი, რომელიც უკვე 7 წელია არსებობს და 2021 წლის რებრედინგის შემდეგ სახელი შეიცვალა და „ნათენაძის ღვინის რესტორნის“ სახელითაა ცნობილი. სტუმრებს ვთავაზობთ მესხურ კერძებს. შეფ-მზარეულთან ერთად შევქმენით მესხური კერძების მენიუ. პირველები ვართ, ვინც მესხური კერძები მომხმარებელს სარესტორნო სივრცეში შევთავაზეთ, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა და დღეს ჩვენს რესტორანში არა მხოლოდ ღვინის,არამედ მესხური კერძების დასაგემოვნებლადაც მოდიან“, - განაცხადა გივი ნათენაძემ.
მისი თქმით, მესხური კერძების რესტორნის ძირითადი სტუმრები ტურისტები არიან.
„მესხური კერძების რესტორანი ძირითადად ტურისტული სეზონის დროს აპრილიდან-ნოემბრამდე ოპერირებს. თუმცა ვგეგმავთ, რომ 2025 წლიდან მესხური კერძები თბილისიც შევთავაზოთ სტუმრებს. არის მოთხოვნა, რადგან ბევრი ადამიანი მესხური სამზარეულოს დასაგემოვნებლად თბილისიდან ჩამოდის. ამიტომ 2025 წლიდან რესტორნის ფილიალის გახსნას თბილისშიც ვგეგმავთ“, - განაცხად გიორგი ნათენაძემ.
რესტორნის მფლობელის შეფასებით, დაწესებულება საშუალო სეგმენტზეა გათვლილი და საფასო პოლიტკაც შესაბამისია. „ნათენაძის ღვინის რესტორანი“ სეზონურად 17 ადამიანს ასაქმებს.
უახლესი
2 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა15 საათის წინ
აღმოაჩინე Meama-ს საახალწლო შეთავაზებები