შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურსა“ და ერთობლივ საწარმოს (JV JAN DE NUL – PRIME CONCRETE) შორის 2024 წლის 29 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აკვატორიის ფსკერის დაღრმავებითი და ტალღისმჭრელის პროექტირება/მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები (მობილიზაცია).
ინფორმაციას ანაკლიის საზღვაო ნავსადგური ავრცელებს.
სამშენებლო სამუშაოების საწყისი ეტაპი გულისხმობს მობილიზაციის ფაზას, კერძოდ, კონტრაქტორის მიერ განხორციელდება გარკვეული კვლევითი სამუშაოები და სამშენებლო ობიექტის/ბანაკის მოწყობა.
მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია და მიმდინარეობს:
•სამშენებლო ტერიტორიაზე ქვის ლოდების შეტანის მიზნით, შესაბამისი აქტივობები;
•სამშენებლო ბანაკის მოწყობის სამუშაოები;
•დროებითი სამუშაო სივრცეების (მ/შ საოფისე ფართების) მოწყობის სამუშაოები;
•ტერიტორიის შემოღობვა;
•გრუნტის ზედაპირის მოსწორება და სამიმოსვლო გზის მოწყობა;
•კომუნიკაციების შეყვანა (წყალი, ელექტროენერგია და სხვა).
•ბეტონის ე.წ. ,,X-block” წარმოების პოლიგონის მოწყობა
ასევე ჩატარდა ზღვის ფსკერის ბათიმეტრია (წყლის სიღრმის გაზომვა) და მიმდინარეობს მონაცემების დამუშავება გამარჯვებული ერთობლივი საწარმოს (JV JAN DE NUL - PRIME CONCRETE) მიერ დაქირავებულ ქვეკონტრაქტორთან, საერთაშორისო ავტორიტეტულ საპროექტო/საინჟინრო კომპანია ,,Royal HaskoningDHV” ერთად.
უახლეს პერიოდში დაგეგმილია და განხორციელდება ზღვის ფსკერის გეოლოგიური შესწავლა.
უახლესი