დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„მეტი + ჯგუფი“ ბათუმში პირველ ფილიალს ხსნის

„მეტი + ჯგუფი“ ბათუმში პირველ ფილიალს ხსნის

07-10-2024 15:00:00

 2024 წელს ბათუმში პირველ ფილიალს გავხსნით, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „მეტი + ჯგუფის“ წარმოების მენეჯერმა ავთანდილ რამიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის კომპანია ფლობს შუშისა და ალუმინის საწარმოებს დიღომში და ბაზას ნატახტარში, საიდანაც პროდუქციით რეგიონები მარაგდება.

„ვაწარმოებთ მეტალო-პლასტმასისა და ალუმინის კარ-ფანჯრებს, ვთანამშრომლობთ ისეთ პრემიუმ კლასის ბრენდებთან, როგორებიცაა: Aslanlar -ი, Euroline pro, Geviss-ი, Hebeschiebe და სხვ. გარდა ამისა, მეტი + ჯგუფი არის გერმანული ბრენდ SIEGENIA-ს აქსესუარების ოფიციალური წარმდგენი საქართველოში“, - განაცხადა კომპანიის მენეჯერმა.

მისი თქმით კომპანიის სერვისზე წლიდან-წლამდე მზარდია მოთხოვნა და გაყიდვების მაჩვენებელი ყოველწლიურად 20-30%-ით მაღალია.

„ჩვენი პროდუქცია იწარმოება ადგილზე, მხოლოდ წვრილმანი ნედლეული შემოგვაქვს უცხოეთიდან. ჩვენი ძირითადი დამკვეთი სამშენებლო სექტორია და გაყიდვების 90% კორპორაციულ სეგმენტზე მოდის“, - განაცხადა კომპანიის მენეჯერმა.

„მეტი + ჯგუფი“ ადგილობრივ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები