დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორ იცვლებოდა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე - მიმოხილვა

როგორ იცვლებოდა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე - მიმოხილვა

07-10-2024 17:00:00

Galt & Taggart-ის 30 სექტემბერი – 4 ოქტომბრის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე სამი ქართული კომპანიის აქციების ფასები, წინა კვირასთან შედარებით, მცირედითაა გაზრდილი, ხოლო თიბისის და საქართველოს ბანკის შემთხვევაში, წინა თვესთან შედარებით, ფასების კლება 10%–ს აჭარბებს.

საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 37.80 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.13% წინა კვირასთან შედარებით და -14.48% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 281 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 35.50 - 38.00 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 55 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფი (TBCG LN) თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 25.30 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -6.47% წინა კვირასთან შედარებით და -11.23% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 286 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 24.70 - 27.05 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 58 ათასი აქცია შეადგინა.

საქართველოს კაპიტალი (CGEO LN) Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 9.67 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +3.31% წინა კვირასთან შედარებით და - 2.22% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 422 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 9.02 - 9.73 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 81 ათასი აქცია შეადგინა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები