საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, ორგანიზაციის მიერ მომხმარებელთა უფლებების დაცვის აღსრულება აისახა მსოფლიო ბანკის შეფასების ნაწილში, რაც ასეთი ახალგაზრდა ორგანიზაციისთვის ეს ძალიან კარგი აღიარებაა.
როგორც ირაკლი ლექვინაძემ დღეს „იმედის დილაში“ რუბრიკა „ბიზნეს ინსაიდერში“ გიორგი აბაშიშვილთან განაცხადა საქართველოს კანონმდებლობა მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხოთ, ჰარმონიზებულია ევროპულთან და საუკეთესო პრაქტიკაა აღებული.
„ჩვენი კანონმდებლობა ჰარმონიზებულია ევროპულთან, საუკეთესო პრაქტიკაა აღებული, თუ დავეყრდნობით შეფასებებს, მიმდინარე წლის ზაფხულში, ჩვენ გვქონდა თვინინგის პროექტი, რომელიც ევროკავშირის მიერ იყო მხარდაჭერილი და ჩვენი ავსტრიელი და ლიეტუველი კოლეგები ახორციელებდნენ ორი წლის განმავლობაში. მათ მიერ დადებული დასკვნის საფუძველზე, ჩვენი კანონმდებლობა 85%-ით თავსებადია ევროპულ საუკეთესო კანონმდებლობასთან და პრაქტიკასთან.
დანარჩენი არის პროცესი და ჩვენს პრაქტიკაში არსებული საკითხებიდან გამომდინარე პარლამენტთან მჭიდრო კოორდინაციაში ვართ და სამომავლოდ ამ მიმართულებით განვაგრძობთ მუშაობას“, - აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.
უახლესი
5 საათის წინ
კაროლაინ ბოსის ლექცია - შეკეთება