2024 წლის იანვარ-აგვისტოში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობამ 529 ერთეული შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ წლიურ ჭრილში პრეტენზიების რაოდენობა 59%-ითაა შემცირებული. სებ-ის სტატისტიკური მაჩვენებლებით, 2023 წლის რვა თვეში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობამ 840 პრეტენზია შეადგინა.
ირკვევა, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კლიენტებს პროდუქტებთან მიმართებაში ყველაზე მეტი პრეტენზია სალომბარდე სესხებთან მიმართულებით აქვთ. 2024 წლის იანვარ-აგვისტოს ასეთი 370 პრეტენზია იყო, რაც მთლიანი პრეტენზიების 44%-ია. მომხმარებლებს პრეტენზიები აქვთ ასევე სამომხმარებლო და ავტო სესხებთან მიმართებაშიც.
რაც შეეხება ბოლო სტატისტიკას, რომელიც აგვისტოს მონაცემებს ასახავს, სებ-ის ინფორმაციით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მომხმარებლებმა სულ 66 პრეტენზია დააფიქსირეს, საიდანაც 46 პრეტენზია სალომბარდე სესხებთან მიმართებაშია, 4 ავტო სესხის, 4 მომენტალური განვადების, 7 სამომხმარებლოს სესხის მიმართ დაფიქსირებული პრეტენზიაა, 1 პრეტენზია მოდის ბიზნეს სესხთან დაკავშირებით, ხოლო 4 სხვადასხვა პროდუქტებთან მიმართებაში ოფიციალურად გამოხატული უკმაყოფილებაა.
უახლესი