დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ავტოსამრეცხაო ,,საშხაპემ“ ახალი ფილიალი გახსნა

ავტოსამრეცხაო ,,საშხაპემ“ ახალი ფილიალი გახსნა

30-10-2023 17:00:20

,,საშხაპეს“ სერვისების მიმართ გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, კომპანია გაფართოვდა და ცოტა ხნის წინ ახალი ფილიალი შესთავაზა მომხმარებელს, სადაც ავტომობილის მოვლის უმაღლესი სტანდარტია.

როგორც კომპანიის წარმომადგენელი Business Insider Georgia- თან ამბობს, ,,საშხაპეს“ კონცეფციაა რამდენიმე სერვისი ერთ ლოკაციაზე, რითაც მეტი კომფორტი შექმნა ავტომობილების მფლობელებისთვის და ისეთი მომსახურება შექმნა, რომლის მსგავსიც ბაზარზე იშვიათია.

,,მომხმარებლებისთვის მეტი კომფორტის შესაქმნელად ავტომობილების მოვლასთან დაკავშირებული სერვისები ერთ სივრცეში გავაერთიანეთ. ერთ ლოკაციაზე გვაქვს ქიმწმენდა, ტექინსპეტირების ცენტრი და კაფე , სადაც უმაღლესი ხარისხის სტანდარტია. სამრეცხაოში გვაქვს ყველანაირი მომსახურება, რაც შეიძლება მსგავს დაწესებულებაში მიიღოს მომხმარებელმა. სტანდარტული  რეცხვა, ქიმწმენდა, ვიაიპი რეცხვა, , პოლირება, , ავტომობილის პოლირება, მომსახურება ,,კერამიკა“ და  სხვა. ახალი ოფისი მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე დავამატეთ და უკვე ორი ობიექტით ვართ წარმოდგენილი.

ორივე ფილიალში მუდმივად რიგებია. უმაღლესი ხარისხის გერმანულ პროდუქციას ვიყენებთ. რაც შეეხება კაფეს, წარმოდგენილია ქართული და ევროპული სამზარეულო, სანამ ავტომობილზე ,,საშხაპეს“ გამოცდილი სპეციალისტი ზრუნავს, მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს კაფეს მომსახურებით და უგემრიელესი კერძები დააგემოვნოს“, - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.

ამდენად,  ,,საშხაპე“ რეალურად გაცილებით მეტია, ვიდრე სამრეცხაო! რაც შეეხება ფასებს, სტანდარტული რეცხვის ღირებულება 22-32 ლარიდან იწყება. ავტოსამრეცხაოს ყველაზე ძვირადღირებული სერვისია ,,კერამიკა“, რომელიც რამდენიმე პროცედურას მოიცავს და ამ სერვისის ღირებულება ჯამურად 800 ლარს შეადგენს.

ცნობისთვის, ,,საშხაპე“ 2012 წელს შეიქმნა. ამ ეტაპზე იგი ორი ლოკაციით არის წარმოდგენილი უნივერსიტეტის ქუჩაზე და უკვე წერეთლის გამზირზეც.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები