საქართველოში მსოფლიო ბრენდების North Face-ის, Timberland-ისა და Disel-ის ოფიციალური წარმომადგენელი, კომპანია „მეგასპორტის“ დამფუძნებელი დავით ჩხეიძე Business Insider Georgia- თან აცხადებს, რომ 2024 წელის შემოდგომაზე თბილისში „მაგელანის“ მეოთხე ბრენდულ მაღაზიას გახსნის.
„გაყიდვები სტაბილურად იზრდება. „მაგელანის“ მაღაზია „თბილისი მოლში“ გაიხსნება. მაღაზიაში გაიყიდება მულტიბრენდული სამთო-სათხილამურო მოწყობილობა“, - ამბობს დავით ჩხეიძე.
საქართველოში მსოფლიო ბრენდების North Face-ის, Timberland-ისა და Disel-ის ოფიციალური წარმომადგენელი, კომპანია „მეგასპორტის“ დამფუძნებელი Business Insider Georgia- თან ამბობს, რომ 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაყიდვები მცირედითაა გაზრდილი. „
2023 წლის მეორე კვარტალთან შედარებით გაყიდვები მცირედითაა გაზრდილი. მთავარია ეს მონაცემი არ მცირდება. ჯამში, წლის პირველ ნახევარს ამ თვალსაზრისით პოზიტიურად ვაფასებთ“, - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.
კომპანია „მეგასპორტი“ ამ დროისთვის თბილისის მასშტაბით 12 მაღაზიას ფლობს.
იგივე თემაზე:
უახლესი
13 წუთის წინ
„სკიჯის სახლი“ საახალწლო ბოქსების წარმოებას იწყებს