დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
წელს თბილისის გარეუბნებში ახალაშენებული ბინები 17%-ით გაძვირდა

წელს თბილისის გარეუბნებში ახალაშენებული ბინები 17%-ით გაძვირდა

12-12-2023 12:00:22

2023 წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდში, თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2022 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 17%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი 13% და 14%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 

Colliers Georgia-ს ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდში, თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2022 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 24%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი 17% და 16%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ხოლო რაც შეეხება ბათუმს, 2023 წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდში, ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2022 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 15%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები