დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, ჩინეთის მედიასაშუალებებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ეროვნულ პარკებს სტუმრობენ.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, ჩინეთის მედიასაშუალებებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ეროვნულ პარკებს სტუმრობენ.

19-09-2024 19:05:00

მედიატური მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა პოტენციურ ვიზიტორთა დაინტერესებისა და საქართველოში მოზიდვის თვალსაზრისით. მედიატურის მონაწილეებს შორის არიან ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც ტურებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებენ.

მედიატურის მონაწილეები გაეცნობიან დაცულ ტერიტორიებს და განიხილავენ სამომავლოდ საქართველოში ტურების დაგეგმვის შესაძლებლობებს. მედიის წარმომადგენლები საქართველოს ეროვნული პარკების შესახებ ინფორმაციას, ფოტო-ვიდეო მასალასთან ერთად, ჩინეთის პოპულარულ სოციალურ პლატფორმებსა და სატელევიზიო სივრცეში განათავსებენ.

მედიატურის მიზანს ჩინურ ბაზარზე ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ჩინეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამიზნე ქვეყანაა. ჩინელი მოგზაურების სტატისტიკა საქართველოში, კერძოდ, დაცულ ტერიტორიებზე, ყოველწლიურად მზარდია. წალკის კანიონზე განხორციელებულ ტურს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ბესიკ კუსიდი და თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილი ესწრებოდნენ.

„ეს არის იმ კამპანიის ნაწილი, რომელსაც დაცული ტერიტორიების სააგენტო  მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველოს დაცული ტერიტორიების უცხოურ ბაზარზე პოპულარიზაციისთვის ახორციელებს. წელს მივიღეთ მონაწილეობა ჰონგ-კონგის ტურისტულ გამოფენაში, სადაც შევხვდით არაერთ საერთაშორისო ტურისტულ და მედია კომპანიას. სწორედ აღნიშნულ კომპანიებთან თანამშრომლობით შედგა ჩინეთის მედიასაშუალებებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე“, - აღნიშნა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილმა.

5 დღის განმავლობაში, მედიატურის მონაწილეები საქართველოს პოპულარულ და გამორჩეულ დაცულ ტერიტორიებს ყაზბეგის ეროვნულ პარკს, ოკაცეს კანიონს, პრომეთეს მღვიმეს, მარტვილის კანიონს და მტირალას ეროვნულ პარკს მოინახულებენ.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები