დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო ბელგიაში ყიდულობს და ყიდის

TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო ბელგიაში ყიდულობს და ყიდის

26-10-2023 21:00:32

ბელგიიდან იმპორტი 15%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, საქართველომ ბელგიიდან 101,819.53 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია იყიდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 88,376.95 ათასი დოლარის.

ბოლო წლების სტატისტიკით ბელგიიდან საქართველოში იმპორტი მზარდ ტრენდზეა. 2022 წელს ბელგიიდან იმპორტმა 120,578.23 ათასი დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის მაჩვენებლებთან შედარებით 12%-იანი ზრდაა.

საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში ბელგიიდან (ღირებულებით ნაწილში) ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქცია მსუბუქი ავტომობილებია, რომელზედაც მთლიანი იმპორტის 18%-ი მოდის, მეორე ადგილზე 11%-ანი წილით, სამედიცინო ხელსაწყოებია.

TOP-5 პროდუქტი, რაც საქართველო ბელგიიდან ყიდულობს:

  • მსუბუქი ავტომობილები - 17,936.30 ათასი დოლარი,
  • ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 11,263.39 ათასი დოლარი,
  • ტრაქტორების, მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ავტომობილების ნაწილები და მოწყობილობები - 4,888.02 ათასი დოლარი,
  • სატვირთო ავტომობილები - 4,710.73 ათასი დოლარი,
  • შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები  - 3,773.22 ათასი დოლარი.

რაც შეეხება ექსპორტს, მიმდინარე წელს საქართველოდან ბელგიაში 23,607.70 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია შევიდა. ეს მაჩვენებლები კი 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-იან კლებას აჩვენებს. 2022 წლის 9 თვეში საქართველომ ბელგიაში 24,570.66 ათასი დოლარის პროდუქცია შეიტანა.

TOP-5 პროდუქტი, რაც საქართველო ბელგიაში ყიდის:

  • მსუბუქი ავტომობილები - 18,891.35 ათასი დოლარი,
  • მადნები და კონცენტრატები ძვირფასი ლითონებისა - 1,565.05 ათასი დოლარი,
  • მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით - 762.06 ათასი დოლარი,
  • ნაწარმი საქონლის ტრანსპორტირებისათვის ან მის შესაფუთად პლასტმასებისაგან - 528.46 ათასი დოლარი,
  • თხილი და სხვა კაკალი - 444.10 ათასი დოლარი.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები