2023 წელს აშშ-ში ექსპორტი 71%-ითაა შემცირებულია. საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ ამერიკაში 74,505.71 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია შეიტანა, მაშინ როდესაც გასულ წელს ექსპორტი 258,756.06 ათასი დოლარის დონეზე იყო. საგულისხმოა, რომ აშშ-ი ექსპორტმა თავის მაქსიმუმს 2022 წელს მიაღწია, როდესაც საქართველომ აშშ-ში ექსპორტიდან 265,059.69 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო.
აშშ-ში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქცია ფეროშენადნობებია, რომელზეც აშშ-ში ექსპორტის 66%-ი მოდის.
TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო აშშ-ში ყიდის:
რაც შეეხება იმპორტს ის 101%-ითაა გაზრდილი. საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ აშშ-დან 1,591,106.25 ათასი დოლარის პროდუქცია შემოიტანა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 790,739.38 ათასი დოლარის. აშშ-დან იმპორტი 2023 წელს ისტორიულ მაქსიმუმზე იქნება, რადგანაც მიმდინარე წლის 10 თვის მაჩვენებლები 2022 წლის 12 თვის მაჩვენებელს უკვე აჭარბებს. არადა წლიურ ჭრილში აშშ-სან იმპორტის მაქსიმუმმა სწორედ 2022 წელს მიაღწია. აშშ-დან იმპორტის 94%-ი მსუბუქი ავტომობილებია.
TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო აშშ-დან ყიდულობს:
უახლესი
12 წუთის წინ
მანქანის ჩანაცვლების სერვისი ალდაგისგან35 წუთის წინ
რამდენ პროექტს აერთიანებს „მეტროპოლის" პორტფელი2 საათის წინ
მსუბუქი ავტომობილების იმპორტი მცირდება