ერთ-ერთ ჩემს ინტერვიუში განვაცხადე, რომ როგორც კი არჩევნების წნეხი მოიხსნებოდა, ლარის კურსიც დაიწყებდა დასტაბილურებას და ეროვნულ ბანკს არა თუ აღარ მოუწევდა დოლარის გაყიდვა, არამედ პირიქით, დაიწყებდა რეზერვების კვლავინდებურად შევსებას, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა ოთარ ანგურიძემ განაცხადა.
„ეროვნული ბანკის ინფორმაციაც, რომ სავალუტო რეზერვები 85.7 მილიონი დოლარით შეავსო, ამის ნათელი მაგალითია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე, როცა ყველა დარწმუნდა ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების გზაში, დაიწყეს წინასაარჩევნო პანიკის ფონზე დარეზერვებული დოლარების უკან გაყიდვა.
„პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე მაღალი თანამდებობის პირებიც ძალიან აქტიურად უწყოდნენ ხელს ამ პანიკის გაღვივებას და ეროვნული ბანკის კრიტიკას ლარის კურსის მხარდაჭერის პოლიტიკაში. მაგრამ დღეს რა თქმა უნდა, დუმან და ასეც გაგრძელდება ჩასაფრებულ მდგომარეობაში მომდევნო შანსის მოლოდინში.
ერთი რამ ყველას ავიწყდება პანიკის გაძლიერება ძალიან უწყობს ხელს სპეკულაციებს, ხოლო, ეროვნული ბანკის პოლიტიკამ კურსის უფრო მეტად დაცვის შესაძლებლობა გააჩინა.
დღეს, როცა უკვე ახალმა პარლამენტმაც დაიწყო ფუნქციონირება და მის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით ყველა კითხვა მოიხსნა მოსალოდნელია, კერძო სექტორში პანიკის პერიოდში დარეზერვებული დოლარების უკან გამოტანა ბაზარზე, ამას ემატება წინასაახალწლო პერიოდის დაწყებაც ქვეყანაში და გაზრდილი ეკონომიკური საქმიანობის ფონზე ეროვნულ ბანკს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება რეზერვების კვლავინდებურად შევსების“, - აღნიშნავს ოთარ ანგურიძე.
უახლესი
2 საათის წინ
მანქანის ჩანაცვლების სერვისი ალდაგისგან2 საათის წინ
რამდენ პროექტს აერთიანებს „მეტროპოლის" პორტფელი