დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მსუბუქი ავტომობილების იმპორტი მცირდება

მსუბუქი ავტომობილების იმპორტი მცირდება

26-11-2024 10:00:00

ქვეყანაში მსუბუქი ავტომობილების იმპორტის სტატისტიკა იკლებს. როგორც საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ უცხოეთის ბაზრებიდან 164,996.00 ერთეული მსუბუქი ავტომობილი შემოიყვანა, რომლის ღირებულებაც 2,718,019.53 ათასი დოლარია. 2023 წლის 10 თვეში კი ქვეყანაში 184,856.00 მსუბუქი ავტომობილის იმპორტი დაფიქსირდა. შესაბამისად კლება 11%-ია. 

საქართველოში მსუბუქი ავტომობილების ნომერ პირველი იმპორტიორი ქვეყანა აშშ-ა. სწორედ აშშ-ზე მოდის მსუბუქი ავტომობილების იმპორტის 72%-ი.

TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო მსუბუქი ავტომობილების იმპორტს ახდენს:

  • აშშ - 118,227.00 ცალი,
  • იაპონია - 24,845.00 ცალი,
  • გერმანია - 8,124.00 ცალი,
  • კორეა - 2,909.00 ცალი,
  • ჩინეთი - 2,215.00 ცალი.

საგულისხმოა, რომ მსუბუქი ავტომობილების იმპორტმა ქვეყანაში მაქსიმუმს 2023 წელს მიაღწია. სწორედ 2023 წელს საქართველომ 219,638.00 ერთეული მსუბუქი ავტომობილი იყიდა, რაშიც 3,323,596.01 ათასი დოლარი გადაიხადა. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები