სადაზღვევო კომპანია ალდაგი მომხმარებლებს ავტომობილის ჩანაცვლების სერვისს სთავაზობს.
შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებლები, რომლებიც მანქანას ალდაგში დააზღვევენ, სადაზღვევო შემთხვევისდროს ალტერნატიული ავტომობილით ისარგებლებენ. სერვისით სარგებლობა შესაძლებელია მანქანისაღდგენისას, როდესაც დაზიანებული ნაწილების შეკეთება სერვისცენტრში ხდება. ავტომობილის ჩანაცვლების ვადაწლის განმავლობაში 14 დღეა.
“ვცდილობთ, მომხმარებლებს დაზღვევის მათზე მორგებულ პირობებთან ერთად მეტი კომფორტი შევთავაზოთ. ავტომობილის ჩანაცვლების სერვისით სარგებლობა მომხმარებელს უშუალოდ ავტოსაგზაო შემთხვევის დროსმიყენებული დაზიანების შედეგად შეუძლია, როდესაც ავტომობილი გარკვეული დროის განმავლობაშისერვისცენტრში გადაყვანას საჭიროებს. ასეთ დროს, მომხმარებელს შეუძლია, მიმართოს მენეჯერს და მოითხოვოსჩანაცვლების სერვისით სარგებლობა,”- აცხადებენ ალდაგში.
ალდაგი ერთადერთი სადაზღვევო კომპანიაა ქართულ ბაზარზე, რომელიც მომხმარებელს ავტომობილისჩანაცვლების სერვისს სთავაზობს.
უახლესი
2 საათის წინ
მანქანის ჩანაცვლების სერვისი ალდაგისგან2 საათის წინ
რამდენ პროექტს აერთიანებს „მეტროპოლის" პორტფელი