დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისის რომელ უბანშია კერძო სახლების სეგმენტში ყველაზე ძვირი ფართები

თბილისის რომელ უბანშია კერძო სახლების სეგმენტში ყველაზე ძვირი ფართები

24-07-2023 12:36:23

საქსტატის მონაცემებით, კერძო სახლების სეგმენტში 1მ2-ის მედიანური ღირებულება თბილისში ყველაზე ძვირი მთაწმინდაზე, ვაკესა და საბურთალოზეა. 

მეორე კვარტლის მაჩვენებლებით მთაწმინდაზე კერძო ხალებში 1მ2-ის ფასი 3776 ლარია, ხოლო ვაკეში 3647 ლარი.

უფრო კონკრეტულად თბილისში უბნების მიედვით კერძო სახლებში 1მ2-ის ფასი ასე გამოიყურება:

  • მთაწმინდა - 3776 ლარი,
  • ვაკე - 3647 ლარი,
  • საბურთალო 2811 ლარი,
  • დიდუბე 2628 ლარი,
  • ჩუღურეთი - 2622 ლარი,
  • ისანი - 2287 ლარი,
  • კრწანისი - 2272 ლარი,
  • ნაძალადევი - 2170 ლარი,
  • სამგორი - 2123 ლარი,
  • გლდანი - 1955 ლარი.

 (შენიშვნა: აღნიშნული ფასი წარმოადგენს გასაყიდ, ე.წ. შეთავაზების ფასს (offer price). მონაცემები მიიღება ვებ-გვერდებიდან ინფორმაციის ავტომატური ჩამოტვირთვის (web scraping) და ფასების მედიანური მნიშვნელობის გაანგარიშების გზით.)

2023 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 3.0 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 13.1 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 28.8 პროცენტით არის გაზრდილი.

RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება . თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.

2023 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (3.4 პროცენტი), ისე კერძო სახლების სეგმენტში (1.6 პროცენტი).

2022 წლის მეორე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 10.6 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 16.2 პროცენტით.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები