დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში 1 ჰა ვენახის მოვლის საშუალო ხარჯი 8.316 ლარია, საშუალო მოსავლიანობა კი 9.1 ტონა - სებ-ის კვლევა

საქართველოში 1 ჰა ვენახის მოვლის საშუალო ხარჯი 8.316 ლარია, საშუალო მოსავლიანობა კი 9.1 ტონა - სებ-ის კვლევა

07-04-2025 13:19:00

საქართველოში 1 ჰა ვენახის მოვლის საშუალო ხარჯი 8.316 ლარია, ხოლო საშუალო მოსავლიანობა 9.1 ტონა. აღნიშნულის შესახებ სებ-ის მიერ მომზადებულ ალკოჰოლური სასმელების სექტორის კვლევაშია აღნიშნული. კვლევაში ასევე წერია, რომ საქართველოში 1 ჰა ვენახის გაშენება 26.4 ათასი ლარი ჯდება, ხოლო საბაზრო ღირებულება 34 ათასი ლარია.

ირკვევა, რომ 2030 წლისთვის ქვეყანაში ვენახების ფართობმა 911 ჰა-ს უნდა მიაღწიოს. 

არსებული სტატისტიკის მიხედვით ვენახების 88%-ი კონცენტირებულია კახეთში, ხოლო შემდეგ 5-5%-ით მოდიან ქართლი და იმერეთი. კახეთში ერთი ვენახის საშუალო ფართი 0.43 ჰა არის, ხოლო ქართლში 0.12 ჰა, იმერეთის  მაჩვენებელი კი 0.11 ჰა-ს შეადგენს.

ირკვევა, რომ საქართველოში ვაზის ჯიშებს შორის რქაწითელი და საფერავი დომინირებენ.

როგორც სებ-ის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, წინამდებარე კვლევა მიზნად ისახავს საქართველოში ალკოჰოლური სასმელების სექტორის — კერძოდ, ღვინის, ლუდის და ბრენდის — ბიზნესგარემოს და ფინანსური მაჩვენებლების შეფასებას. დოკუმენტში განხილულია სექტორში ჩართული საწარმოების საქმიანობის მასშტაბი, სექტორის როგორ შიდა დინამიკა, ისე მისი კავშირი გარე ბაზრებთან, პროდუქციის წარმოების ხარჯები და მოცულობა, მიმდინარე ტენდენციები მსოფლიოში. ასევე წარმოდგენილია სექტორის კომპანიების ფინანსური კოეფიციენტები და საკრედიტო პორტფელის მახასიათებლები, მათ შორის პორტფელის გადანაწილება ვალუტის, სეგმენტის, საკრედიტო რისკის დონის მიხედვით. კვლევის შედეგები ასახავს სექტორის სტაბილურობის შეფასებისთვის მნიშვნელოვან მიგნებებს და მიუთითებს იმ საფრთხეებსა და შესაძლებლობებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია როგორც საფინანსო ინსტიტუტებისთვის, ისე პოლიტიკის შემმუშავებლებისთვის.

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები