დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში ვაზის ჯიშებს შორის რქაწითელი და საფერავი დომინირებენ - სებ-ის კვლევა

საქართველოში ვაზის ჯიშებს შორის რქაწითელი და საფერავი დომინირებენ - სებ-ის კვლევა

07-04-2025 13:15:00

2030 წლისთვის ქვეყანაში ვენახების ფართობის 911 ჰა-ს მიაღწევს. აღნიშნულის შესახებ სებ-ის მიერ მომზადებულ ალკოჰოლური სასმელების სექტორის კვლევაშია აღნიშნული. კვლევაში წერია, რომ ამ მაჩვენებელს ქვეყანამ 2021-2030 წლის განმავლობაში უნდა მიაღწიოს. 

არსებული სტატისტიკის მიხედვით ვენახების 88%-ი კონცენტრირებულია კახეთში, ხოლო შემდეგ 5-5%-ით მოდიან ქართლი და იმერეთი. კახეთში ერთი ვენახის საშუალო ფართი 0.43 ჰა არის, ხოლო ქართლში 0.12 ჰა, იმერეთის  მაჩვენებელი კი 0.11 ჰა-ს შეადგენს.

ირკვევა, რომ საქართველოში ვაზის ჯიშებს შორის რქაწითელი და საფერავი დომინირებენ

როგორც სებ-ის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, წინამდებარე კვლევა მიზნად ისახავს საქართველოში ალკოჰოლური სასმელების სექტორის — კერძოდ, ღვინის, ლუდის და ბრენდის — ბიზნესგარემოს და ფინანსური მაჩვენებლების შეფასებას. დოკუმენტში განხილულია სექტორში ჩართული საწარმოების საქმიანობის მასშტაბი, სექტორის როგორ შიდა დინამიკა, ისე მისი კავშირი გარე ბაზრებთან, პროდუქციის წარმოების ხარჯები და მოცულობა, მიმდინარე ტენდენციები მსოფლიოში. ასევე წარმოდგენილია სექტორის კომპანიების ფინანსური კოეფიციენტები და საკრედიტო პორტფელის მახასიათებლები, მათ შორის პორტფელის გადანაწილება ვალუტის, სეგმენტის, საკრედიტო რისკის დონის მიხედვით. კვლევის შედეგები ასახავს სექტორის სტაბილურობის შეფასებისთვის მნიშვნელოვან მიგნებებს და მიუთითებს იმ საფრთხეებსა და შესაძლებლობებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია როგორც საფინანსო ინსტიტუტებისთვის, ისე პოლიტიკის შემმუშავებლებისთვის.

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები