ქვეყანაში, რომ ყურძნის დაზღვევის მაჩვენებელი მზარდია ამას სებ-ის მიერ მომზადებული კვლევაც აჩვენებს. სადაც აღნიშნულია, რომ მევენახეები ყოველწლიურად მეტ მოსავალს აზღვევენ. 2024 წლისთვის ყურძენი დაზღვეული იყო 9,463 ჰა-ზე, 2023 წელს კი 8,577 ჰა-ზე, შესაბამისად ზრდა 10%-ია. 2024 წლის მაჩვენებლებით დაზღვეული ფართობიდან 57%-ი მოდიოდა წითელ ვაზზე, ხოლო დანარჩენი თეთრ ვაზზე.
2024 წლის მაჩვენებლებით, საშუალოდ ერთი ჰექტარი მოსავლის დაზღვევის ღირებულება ასე გამოიყურება:
საშ. 1 ჰა-ს დაზღ. - 1,419 ლარი
საშ. 1ჰა თეთრი ვაზის დაზღ. - 991 ლარი
საშ. 1ჰა წით. ვაზის დაზღ. - 1,745 ლარი.
როგორც სებ-ის კვლევაში წერია, 2023 წელს სახელმწიფოს დაფინანსების წილი 50%-დან 70%-მდე გაიზარდა.
როგორც სებ-ის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, წინამდებარე კვლევა მიზნად ისახავს საქართველოში ალკოჰოლური სასმელების სექტორის — კერძოდ, ღვინის, ლუდის და ბრენდის — ბიზნესგარემოს და ფინანსური მაჩვენებლების შეფასებას. დოკუმენტში განხილულია სექტორში ჩართული საწარმოების საქმიანობის მასშტაბი, სექტორის როგორ შიდა დინამიკა, ისე მისი კავშირი გარე ბაზრებთან, პროდუქციის წარმოების ხარჯები და მოცულობა, მიმდინარე ტენდენციები მსოფლიოში. ასევე წარმოდგენილია სექტორის კომპანიების ფინანსური კოეფიციენტები და საკრედიტო პორტფელის მახასიათებლები, მათ შორის პორტფელის გადანაწილება ვალუტის, სეგმენტის, საკრედიტო რისკის დონის მიხედვით. კვლევის შედეგები ასახავს სექტორის სტაბილურობის შეფასებისთვის მნიშვნელოვან მიგნებებს და მიუთითებს იმ საფრთხეებსა და შესაძლებლობებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია როგორც საფინანსო ინსტიტუტებისთვის, ისე პოლიტიკის შემმუშავებლებისთვის.
უახლესი
1 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა1 საათის წინ
„ოქროველი“ გაფართოებას გეგმავს