დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სამწუხაროა, მორიგი არამეგობრული გადაწყვეტილება ვიხილეთ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან - დავითაშვილი Georgian Airways-სთვის დაწესებულ სანქციაზე

სამწუხაროა, მორიგი არამეგობრული გადაწყვეტილება ვიხილეთ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან - დავითაშვილი Georgian Airways-სთვის დაწესებულ სანქციაზე

03-07-2023 15:49:07

„სამწუხაროა ითქვას, რომ მორიგი ძალიან არამეგობრული გადაწყვეტილება ვიხილეთ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან“, - ასე აფასებს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას  Georgian Airways-სთვის  სანქციების დაწესების თაობაზე.

მინისტრი ამბობს, რომ უკრაინული მხარის გადაწყვეტილება,  პოლიტიკურად განპირობებული გადაწყვეტილებაა, რადგანაც ძალიან ბევრი ქვეყნის ავიაკომპანიები რუსეთში დღესაც დაფრინავს და უკრაინის ხელისუფლების მხრიდან მსგავსი რეაქცია ან გადაწყვეტილება სხვა შემთხვევაში არ ყოფილა.

როგორც დავითაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ასეთი ფაქტები  გვქონდა წინა შემთხვევებშიც, როდესაც საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს ე.წ. სანქციები დაუწესა უკრაინის ხელისუფლებამ.

„ცალსახად მიუღებელია, ეს არ ჯდება ქვეყნებს შორის ურთიერთობის იმ სტანდარტში, რომელიც საქართველოს და უკრაინას აქვს. ვფიქრობ, რომ ამაში ჩვენი ოპოზიციონერების ხელიც ურევია იმიტომ, რომ თქვენ იცით, რამდენად დაკავშირებულია ზოგიერთი ოპოზიციური ჯგუფი უკრაინის ხელისუფლებასთან და ალბათ, საფუძველი ზუსტად ეს აქვს ამ გადაწყვეტილებას, როდესაც ხდება არასწორად ინფორმაციის მიტანა და შესაბამისად, ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც ორ ქვეყნის ურთიერთობას აზიანებს მხოლოდ და არანაირად არ არგებს. რაც შეეხება რეაგირებას, როგორც წინა შემთხვევაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰქონდა ამაზე რეაგირება, დარწმუნებული ვარ, რომ ახლაც საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან შესაბამისი რეაქცია იქნება“, - განაცხადა დავითაშვილმა.

პირველი ვიცე პრემიერი განმარტავს, რომ ავიაკომპანიის მიმართ საერთაშორისო სანქციები არ იქნება.

„მოგახსენებთ, რომ ასეთი რამ არ იქნება და შესაბამისად, არ იქნება პრობლემა საქართველოსთვის, Georgian Airways-სთვის და ქართველი მგზავრებისთვის.

საქართველო, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, საქართველოს საავიაციო ხელისუფლება და მათ შორის კერძო კომპანიები, საერთაშორისო წესების შესაბამისად მოქმედებენ ყველა მიმართულებით“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები