დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს ბანკი საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალ „თაობის“ მხარდამჭერია

საქართველოს ბანკი საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალ „თაობის“ მხარდამჭერია

19-09-2024 18:56:00

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 20-26 სექტემბერს ქუთაისში საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობა“ ეროვნული სასახლის, ასევე კულტურისა და განათლების ფონდის ორგანიზებით გაიმართება.

ფესტივალზე  31 მოკლემეტრაჟიანი და 11 სრულმეტრაჟიანი ფილმი იქნება წარმოდგენილი.

კინოფესტივალ ,,თაობის აქტივობები ქალაქ ქუთაისში შემდეგ სივრცეებში ჩატარდება:

  • აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მულტიფუნქციური  ცენტრი;
  • ,,კინოთეატრი საქართველო”;
  • . გრიშაშვილის ქუჩა (თეთრ ხიდთან);
  • აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის N1 საჯარო სკოლა;

ფესტივალში  ყოველდღიურად 700-მდე ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას - ისინი დაესწრებიან სპეციალურად მათთვის შერჩეული ფილმების კინოჩვენებას, ჩაერთვებიან მოდერირებულ დისკუსიებსა და შემოქმედებით ჯგუფებთან შეხვედრებში. მოუსმენენ სხვადასხვა სფეროს პროფესიონალების ლექციებს, მონაწილეობას მიიღებენ მასტერკლასებში და ფესტივალის გამარჯვებულ ფილმებს გამოავლენენ.

ღონისძიების ფარგლებში, 21 სექტემბერს, 15:00 საათზე, ქუთაისის პირველ სკოლაში გაიმართება ვორკშოპი,  რომელსაც საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის ინიციატივით შექმნილი STEM სკოლის მასწავლებელი - მარეხ მაზანაშვილი გაუძღვება. შეხვედრაზე მოსწავლეები გაცნობიან მომავლის ტექნოლოგიებს, გაიგებენ როგორ არის დაპროგრამებული ჭკვიანი მოწყობილობები, რა გზები არსებობსინოვაციური იდეების განსახორციელებლად და სხვა.

ამასთან, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ეწვიონ ღონისძიების ტერიტორიაზე განთავსებულ საქართველოს ბანკის სტენდს და მიიღონ სპეციალური შეთავაზებები.

ინფორმაციისთვის, ფესტივალი 20 სექტემბერს, 20:00 საათზე . გრიშაშვილის ქუჩაზე იტალიურიფილმის  ,,ხვალინდელი დღეც გვაქვსსაჯარო ჩვენებით გაიხსნება. აღნიშნული კინოჩვენება იტალიის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართება.

დახურვის ცერემონია კი 26 სექტემბერს, 20:00 საათზე, საქართველოს ტურიზმის ეროვნულიადმინისტრაციის მხარდაჭერით ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც, გამარჯვებული ფილმებიგამოვლინდებიან, ხოლო ღონისძიება ქართული ჯგუფების კონცერტით დასრულდება.

კინოფესტივალის შესახებ:

„თაობა“ არის რეგიონში ყველაზე მასშტაბური ახალგაზრდული კინოფესტივალი, რომელიც 2018 წელს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით თბილისში დაარსდა. ის ხელს უწყობს ახალგაზრდა აუდიტორიის განვითარებას, მათი შესაძლებლობების წარმოჩენასა და საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციას.

კინოფესტივალი არაკომერციულია და მის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებში მონაწილეობა სრულიად უფასოა.

საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობა“ არის ევროპის საბავშვო ფილმების ასოციაციის (European Children's Film Association) ერთადერთი წევრი საქართველოდან, ევროპული კინოაკადემიის „ახალგაზრდა აუდიტორიის ჯილდოს“ ქართველი პარტნიორი და თანამშრომლობს ათობით საერთაშორისო კინოფესტივალსა და კინოგანათლების ორგანიზაციასთან მსოფლიოს მასშტაბით.

 

 

 

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები