კომპანია „საპნის სახლი“ ზესტაფონში ახალ საწარმოს აშენებს და გაყიდვების გაზრდას გეგმავს. ამის შეახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის თანადამფუძნებელმა ლაშა ლომიძემ განუცხადა.
როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი ამბობს ახალ საწარმოს პირადი ინვესტიციებით აშენებენ და მშენებლობის პროცესი სავარაუდოდ გაზაფხულზე დასრულდება.
„ზესტაფონში, ჩვენი სახლის ეზოში ვგეგმავთ იმერული ოდის ავთენტური დიზაინით საწარმოს მშენებლობას. ამ სივრცეში შევძლებთ ტურისტების მიღებას, სადაც გაეცნობიან ინფორმაციას საპნის წარმოებაზე, გაიმართება ვორქშოპი და მასტერკლასები. კომპანიის საქმიანობის პროცესში გამოიკვეთა, რომ ტურისტებს იზიდავთ საპნის დამზადების პროცესი. ასევე ვგეგმავთ, ტურისტებს ღვინოც შევთავაზოთ და გაყიდვები ამ მიმართულებითაც გავზარდოთ“, - ამბობს ლაშა ლომიძე.
ამ სიახლის პარალელურად „საპნის სახლის“ ასორტიმენტი გაიზარდა. საოჯახო საწარმო უკვე 12 დასახელების საპონს აწარმოებს.
„საპნის სახლის 6 სახეობის პროდუქტი სააფთიაქო ქსელში - „ჯიპისიში“, „ფარმადეპოში“, „დოიჩე აფთიაქსა“ და „ფარმ სახლში“. ხოლო 12 სახეობის საპნის ახალი ასორტიმენტის შეძენა „დოიჩე აფთიაქსა“ და „ფარმ სახლშია“ შესაძლებელი. მიგვაჩნია, რომ „საპნის სახლი“ ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა საქართველოს ბაზარზე, რომელიც ამზადებს ხელნაკეთ ნატურალურ საპნებს და ხელს უწყობს ამ პროდუქტის პოპულარიზაციას“, - ამბობს ლაშა ლომიძე.
„საპნის სახლი“ 2017 წელს დაფუძნდა, საოჯახო ბიზნესია და ამ ეტაპზე სტაბილურად 10 ადამიანს ასაქმებს.
უახლესი
31 წუთის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია1 საათის წინ
„წერტი“ წარმოებას აფართოებს