დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სამგზავრო ჩანთების იმპორტისთვის ქვეყნიდან 13 მლნ დოლარზე მეტი გავიდა

სამგზავრო ჩანთების იმპორტისთვის ქვეყნიდან 13 მლნ დოლარზე მეტი გავიდა

16-08-2023 02:35:56

სამგზავრო ჩემოდნების თუ ჩანთების იმპორტი იზრდება. როგორც საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, ქვეყანაში საკვოიაჟების, ჩემოდნების, სამგზავრო ხელჩანთა-ჩემოდნების იმპორტი 32%-ითაა გაზრდილი.

2023 წლის იანვარ-ივნისში ქვეყანამ 13,343.52 ათასი დოლარის ჩემოდნები და სამგზავრო ჩანთები იყიდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 10,080.30 ათასი დოლარის.

საქართველოში იმპორტირებული ჩემოდნების 40%-ი ქვეყანაში ჩინეთიდან შემოვიდა.

სად ყიდულობს საქართველო სამგზავრო ჩანთებს?  - ტოპ-5 ქვეყანა

  • ჩინეთი - 5,306.57 ათასი დოლარი,
  • თურქეთი - 2,458.20 ათასი დოლარი,
  • იტალია - 1,593.73 ათასი დოლარი,
  • ესპანეთი - 758.59 ათასი დოლარი,
  •  ჰონ-კონგი - 526.19 ათასი დოლარი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში სამგზავრო ჩანთების იმპორტმა რეკორდულს მაჩვენებლებს 2022 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყანამ 23,289.29 ათასი დოლარის პროდუქცია შეიძინა. 

 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები