სომხეთში ექსპორტი 30%-იან, ხოლო იმპორტი 52%-იან კლებას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ სომხეთში ექსპორტზე 346,207.11 ათასი დოლარის პროდუქცია შეიტანა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 495,262.43 ათასი დოლარის, შესაბამისად ექსპორტში 30.1%-იანი კლება ფიქსირდება.
თუ ბოლო წლების სტატისტიკას გავაანალიზებთ, სომხეთში ექსპორტმა მაქსიმუმს 2023 წელს მიაღწია, როდესაც საქართველომ თავის მეზობელ სახელმწიფოში 787,159.92 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა.
მიმდინარე მაჩვენებლებით კი საქართველოდან სომხეთში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქცია მსუბუქი ავტომობილებია, სწორედ მასზე მოდის სომხეთში ექსპორტის 19%-ი.
TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო სომხეთში ყიდის:
რაც შეეხება იმპორტს კლება 52.1%-ის დონეზეა. 2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ სომხეთიდან 114,948.47 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია იყიდა, ხოლო 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 240,122.19 ათასი დოლარის.
სომხეთიდან იმპორტმა მაქსიმუმს 2022 წელს მიაღწია. საანგარიშო წელს საქართველომ სომხეთიდან 613,720.04 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა.
TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო სომხეთიდან ყიდულობს:
უახლესი
45 წუთის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა